Sunday, September 27, 2015

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის მე-7 დღეს შევისწავლეთ პრეზენტაციის შეფასების დაგეგმვა და რუბრიკა. აგრეთვე დიფერენცირებული სწავლება.
მადლობა ნინო მარღიშვილს.

Saturday, September 26, 2015

მე-6 დღე

ძალიან  დავიღალე,თუმცა ბევრი რა ვისწავლეთ...ვიმუშავეთ სასწავლო პროექტში,გავაკეთეთ მოსწავლის ნიმუშის  პრეზენტაცია,ავტვირთეთ პრეზენტაცია driv-ში და გამოვაქვეყნეთ....

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Friday, September 25, 2015

მე-5 დღე

მე-3 მოდულში შევისწავლე,  თუ როგორ გამოვიყენო ინტერნეტი ეფექტურად და სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად,როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები.
    ასევე ვისწავლე poverpoint-ის გამოყენება სასწავლო  პროცესში  და ბლოგზე სურათების და ვიდეოს ჩასმა. ნაყოფიერი დღე იყო,დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ  ნინოს.

Saturday, September 19, 2015

მე-4 დღე

დავგეგმეთ  შეფასება 5 მიზნიდან გამომდინარე.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი პროექტის დასაწყისში,პროექტის მიმდინარეობისას და პროექტის დასასრულს.
     ასევე ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინის შექმნასა და ბლოგში სურათების ჩასმაზე

Saturday, September 12, 2015

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა,დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესში. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე,განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,გამოვიყენეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები

Sunday, September 6, 2015

მე-2 დღე. პროექტებით სწავლებისას ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია მშობლის ინფორმირება.ამისათვის საუკეთესო საშუალებაა ბუკლეტის შექმნა,რომელიც დაინტერესებულ პირებს აუხსნის პროექტის საჭიროებებს. აგრეთვე ვიმუშავეთ სახელმძღვანელოს მე-3 და მე-4 აქტივობებზე.

Saturday, September 5, 2015

ტრენინგის პირველი დღე

პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს.პროექტებით სწავლება მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს განავითარონ 21–ე საუკუნის უნარ ჩვევები.შევქმენი პორტფოლიო,რომელშიც გადავიტანე პროექტისათვის საჭირო რესურსები. დავგეგმე ხვალინდელი დღე.